ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 25 წლის თეკლა გერასამიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. წინასწარი პატიმრობა პროკურატურის მოთხოვნა იყო, დაცვის მხარე კი თეკლა გერსამიას 300 000 ლარიანი გირაოს საფუძველზე განთავისუფლებას მოითხოვდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. თავად ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.