Wednesday, December 31, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

“ვისთვისაც ეს საკმარისი არ არის, საკმარისი არ იქნება არც ბოდიში, არც წამება, არც დახვრეტა” – ბექა მინდიაშვილი

December 1, 2021
კაცმა, საათი და 20 წუთი ისაუბრა ფეხზე დგომით, სუნთქვაც კი არ აჩქარებია – ლუსტრაცია მოხდა – ლალი აფციაური

შეიძლება სააკაშვილი პოლიტიკურად მოგწონდეს, ან არ მოგწონდეს, შეიძლება ხმა მისცე, ან არ მისცე, მაგრამ მას რა პასუხისმგებლობაც შეეძლო აეღო საკუთარ თავზე, იყო გადადგომა 2007 წელს, და არჩევნებით ხელისუფლების დათმობა 2012 წელს, – ვისთვისაც ეს საკმარისი არ არის, საკმარისი არ იქნება არც ბოდიში, არც წამება, არც დახვრეტა – ამის შესახებ თეოლოგი ბექა მინდიაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

“სააკაშვილის მთავრობის მგონი ყველა წევრმა მოიხადა ბოდიში, – სააკაშვილმაც არაერთხელ მოიხადა ბოდიში და გუშინაც კიდევ ერთხელ დიდი და დასაბუთებული ბოდიში მოიხადა. იმ ადამინებს, ვისაც ასეთი ბოდიშების გამო გული ოდნავ მაინც უჩუყდებათ ნაციონალებზე, არ შევხვედრივარ საერთოდ, არც ისინი შემხვედრია, ვისთვისაც ეს ბოდიშები რაიმედ ფასობს – არც ოპოზიციის მომხრეებიდან, არც ხელისუფლების მომხრეებიდან. ამ ბოდიშების შემდეგ მორალისტი უზნეოები მოითხოვენ აი, რაღაცნაირ გულწრფელ ბოდიშს, გულწრფელი ბიდიშის შემდეგ მოითხოვენ რამე შუა საუკუნეების თვითგვემის მეთოდის გამოყენებას მოსანანიებლად, – ვთქვათ, თვითგაროზგვას; მერე იტყვიან, რომ ბოდიში და თვითროზგები არასაკმარისია, უნდა აღიაროს დანაშაული, რომელიც არაფრით უმტკიცდება, მაგრამ, ჩვენ, მორალურმა უზნეოებმა ხომ ვიცით, რომ დამნაშავეა; აი, დანაშაულიც რომ აღიაროს და მოსამართლეს მოთხოვოს სამუდამო პატიმრობა, შემდეგ ისინი იტყვიან, რომ ახლა ისევე უნდა ეწამოს, როგორც სხვები ეწამნენ – ამას ისე არ ვამბობ, ეგრე მსჯელობენ ზუსტად გონიერი, განათლებული და უზნეო მორალისტები.

შეიძლება სააკაშვილი პოლიტიკურად მოგწონდეს, ან არ მოგწონდეს, შეიძლება ხმა მისცე, ან არ მისცე, მაგრამ მას რა პასუხისმგებლობაც შეეძლო აეღო საკუთარ თავზე, იყო გადადგომა 2007 წელს, და არჩევნებით ხელისუფლების დათმობა 2012 წელს, – ვისთვისაც ეს საკმარისი არ არის, საკმარისი არ იქნება არც ბოდიში, არც წამება, არც დახვრეტა, – შეიძლება რაიმე უფრო პრეადამიანურმა დააკმაყოფილოს – მაგალითად, რკინის ხარში ჩასმამ და ასე ამოწვამ და ამობუგვამ, ან კიდეებამოძრავებულ ჯვარზე დაკვრამ და ნელ-ნელა გაგლეჯვამ, ან საპატრიარქოს ჯიპებზე გამობმამ და თბილისის გარშემო თრევამ, – პრინციპში, ეს უკვე გააკეთეს ნაწილობრივ”, – წერს მინდიაშვილი სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს, გარედან წამოსულ ყველა დარტყმას ღირსეულად დავხვდით”- ბიძინა ივანიშვილი
  • თბილისში, ვაკის კორტებთან მკვლელობა მოხდა
  • თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია – სუსი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge