“გამაგრდი, ძმაო. დაე, შენი შუქი ყველა განსაცდელში ანათებდეს“, – წერს ცნობილი ირლანდიელი რეპერი Rejjie Snow საბა ჯიქიას ვიდეოზე, რომელიც “პუბლიკას” ჟურნალისტმა, მინდია გაბაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, საბა ჯიქიას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ.