“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე ანრი ოხანაშვილსი მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმიანება და ამბობს, რომ ოხანაშვილს სრულიად უსარგებლო და სასაცილო პოსტი მოუგონეს.
“როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იცავს არა ქვეყნის უსაფრთხოებას არამედ მმართველი პარტიისას, ასე ხდება ხოლმე, როდესაც ცდილობდა ადამიანი, როდესაც რეგიონების მიხედვით უზრუნველეყო “ქართული ოცნების” უსაფრთხოება, ანუ ჩაბეტონება მუნიციპალიტეტებში გუშინ, ახლა აღმოჩნდა თურმე სრულიად უსარგებლო და სასაცილო პოსტი მოუგონეს. ასე მთავრდება ხოლმე ქვეყანაში, სადაც შავ სამყაროსა და სახელმწიფოს შორის ზღვარი არის წაშლილი”- აცახდებს სიორიძე.