საჩხერეში, სოფელ კორბოულში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით ავტომობილი ქვეითს დაეჯახა და ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა. ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. ბოლო ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლითაა დაწყებული.