“აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“დღეს 80 ადამიანი დაკარგა სიცოცხლე საქართველოში!
საქართველოს მოსახლეობა 3’729’600 (ოფიციალურად, რეალურად 3,000,000 თუ დარჩა საქართველოში).
სრულად აცრილია მოსახლეობის 26.68%, მოზრდილი მოსახლეობის აცრის მაჩვენებელი მარტო ღმერთმა თუ იცის რამდენია. რეალობაში მთელი მოსახლეობის 20% თუ არის სრულად დაცული, ესეც საკითხავია, აღარ ვსაუბრობ დაბალ ეფექტურ ვაქცინებზე.
ბოლო 7 დღის განმავლობაში კოვიდ-19 ინფიცირებულია 26’461 ადამიანი
გარდაცვლილია 439.
დღეს 11 ადამიანი დაკარგა სიცოცხლე დანიაში!
დანიის მოსახლეობა 5’820’900 (სწორი მონაცემებია)
სრულად აცრილია მოსახლეობის 76.58% (მაღალ ეფექტური ვაქცინებით) და მოზრდილი მოსახლეობის 90%.
ბოლო 7 დღის განმავლობაში კოვიდ-19 ინფიცირებულია 25’125 ადამიანი გარდაცვლილია 67.
კითხვები იბადება:
დანიაში რატომ არ იცრება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის 23% და საქართველოში რატომ არ აიცრა მოსახლეობის 80%?
დანიაში რატომ გარდაიცვალა კოვიდისგან დღეს 11 ადამიანი და საქართველოში 80 ადამიანი?
დანიაში კვირაში 25,000 კოვიდ ინფიცირებული ადამიანი დარეგისტრირდა და საქართველოში 26.500?
დასკვნა თქვენ თვითონ დაწერეთ კომენტარებში…
უყურებ ამ ციფრებს და მერე უყურებ ქართულ საინფორმაციო სივრცეს… სად არის პრობლემა, სად არის ხალხი და სად არის რეალობა…”, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
https://mix.metronome.ge/24024-2/