„თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 25 აგვისტოს ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ზურაბ ანჯაფარიძის და სანდრო ეულის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი-2 დასახლების, მუხიანის აგარაკების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ) და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.