“ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ყველაფრის გაქრობა უნდა, რაც დემოკრატიასთანაა კავშირში.
პოლიტიკოსის თქმით, უკრაინის ომის გამო “ქართულ ოცნებას” მოუწია იმის დემონსტრირება, რომ ისინი არიან რუსები და ახლა უნდათ ავტოკრატია იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში რუსეთს ძალის გარეშე ვერ დაამყარებ”.
“რა არის დღეს ივანიშვილის მიზანი, ივანიშვილი აყალიბებს აქ ავტოკრატიას. რატომ აყალიბებს აქ ავტოკრატიას – იმიტომ, რომ ყველა რესურსი, რომლითაც ამ 15 წლის მანძილზე ჩვენი თანამოქალაქეების რაღაცა ნაწილს ატყუებდა, ყველა ჯერზე ატყუებდა, ესაა ხელისუფლება, რომელმაც რეკორდს მიაღწია, 2012 წლიდან დღემდე მართლა არცერთი ძირითადი დაპირება არ შეუსრულებია. უბრალოდ ეს ტყუილების რესურსიც ამოიწურა, უკრაინის ომმა გამოიწვია ის, რომ მათ მოუწიათ ღიად იმის დემონსტრირება, რომ ისინი არიან რუსები ჩვეულებრივად და ახლა უნდათ ავტოკრატია იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში რუსეთს ძალით თუ დაამყარებ. შეუძლებელია აქ რბილად რუსეთი დაამყარო.
ამ კაცს [ივანიშვილს] უნდა ყველაფერი გააქროს ამ ქვეყანაში, რაც არის კავშირში დემოკრატიასთან. მას უნდა გააქროს პოლიტიკური პარტიები, მას უნდა გააქროს და ციხეშია ყველ. მას უნდა გააქროს სამოქალაქო საზოგადოება და ციხე ემუქრება ყველას, ეხლა ხო ვხედავთ რასაც უშვრება რაჟდენ კუპრაშვილი ამ ხალხს, მას უნდა გააქროს თავისუფალი მედიები, კარგად იცით რა დღეშია სატელევიზიო მედიები, მასზე უარეს დღეშია ონლაინ მედია და ყველაფრის ჩაქრობა უნდა.
ამ ყველაფრის გაქრობა უნდა იმისთვის, რომ ავტოკრატია მერე იყოს მარტო, იყოს სიბნელე და ადამიანები შეეგუონ იმ უბედურებას, რისი დამყარებაც უნდა ამ ქვეყანაში,” – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.