Friday, August 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თბილისში ახალი სტადიონის აშენება კორუფციული პროექტია” – რას წერს რომან გოცირიძე

August 22, 2025
“უნამუსობა და უზნეო სპეკულაციაა ეს”-რას წერს რომან გოცირიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

თბილისში ახალი სტადიონის აშენება კორუფციული პროექტია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სტადიონის აშენა 876 მილიონი ლარი უნდა დაჯდეს, თუმცა სინამდვილეში მისი ხარჯები მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

“თბილისში ახალი სტადიონის აშენება კორუფციული პროექტია.
მისი აშენა 876 მილიონი ლარი უნდა დაჯდეს. სინამდვილეში, მისი ხარჯები მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ამის მაგალითი უამრავია: ევრობასკეტისათვის აშენებული სპორტის სასახლე თავდაპირველთან შედარებით 30 პროცენტით მეტი დაჯდა, ხოლო ვაკის პარკის რეაბილიტაციის ხარჯები 100 პროცენტით გაიზარდა. 

სტადიონი, რომელიც წელიწადში 2-3-ჯერ თუ დაიტვირთება ბოლომდე, რომელიც მიუდგომელ ტერიტორიაზე შენდება, არის ე. წ. “თეთრი სპილო”. ასე მოიხსენიებენ იმ ძვირადღირებულ პროექტს, რომელსაც რეალური სარგებელი ვერ მოაქვს ან ისეთ ობიექტს, რომლის მოვლა-შენახვა ძალიან ძვირი ღირს, საჭიროება კი მცირეა. “თეთრი სპილოს” თვალსაჩინო მაგალითია შეკვეთილის საკონცერტო დარბაზი, რომლის აშენებიდან ათი წლის განმავლობაში ოციოდე კონცერტი თუ გაიმართა მასში, ისიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული, მისი შენახვა კი სახელმწიფოს ყოველწლიურად მილიონობით ლარი უჯდება. 
ადგილი, სადაც შენდება სტადიონი, აეროპორტის გვერდით,  ტრანსპორტის მხრივ განუვითარებელია. “დინამოს” სტადიონს მეტროს ორი ხაზი და ორი სადგური უდგება. იქვეა რკინიგზაც. მიმდებარე ტერიტორიის დაცლა მყისიერად ხდება. ახალ სტადიონზე 70 ათასი ადამიანის მიყვანა ყოველ ჯერზე სპეცტრანსპორტით უნდა მოხდეს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ეს აეროპორტის მუშაობასაც შეუშლის ხელს. 
ასევე მეტად საინტერესო დამაფიქრებელი) ინფორმაცია გავრცელდა-სტადიონი შენდება ლუგარის ლაბორატორიის გვერდით არსებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტერიტორიის ნაწილზე, ანუ კერძო საკუთრებაზე, სადაც რამდენიმე საუნივერსიტეტო კორპუსი უკვე აშენებულია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ უნივერსიტეტი და აღნიშნული ტეტიტორია თურქმა ინვესტორებმა ქართველებს მიჰყიდეს( ესეც ცალკე ისტორიაა), ბევრი კითხვის ნიშანი  ჩნდება. ამ საკითხს ამჟამად არ ჩავუღრმავდები, თუმცა ძალიან უცნაური რომ არის, ესეც ფაქტია. 
ასევე ითქვა, რომ რადგან აეროპორტის გადატანაც იგეგმება( რაც სტადიონზე რამდენჯერმე ძვირი დაჯდება), აეროპორტის მუშაობას ეს მხოლოდ დროებით შეუშლისო ხელს და რისკები არ იქნება მაღალიო( ნავიგაციის თვალსაზრისით). 
აეროპორტის გადატანა ცალკე საკითხია. იხურება ვაზიანის სამხედრო აეროდრომი, რაც უდიდესი აქტივია ქვეყნისათვის რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით და ნატოსთან სამომავლო თანამშრომლობის კუთხით. ამას სამუდამოდ ვკარგავთ.
დღევანდელი აეროპორტის ტერიტორიაზე კორპუსების ჩადგმა უკვე იხარშება ვიღაცების თავებში, ხოლო ამ ორი პროექტიდან მშენებლის სუფთა მოგება ასეულობით მილიონი ლარ იქნება( “ატკატებზე” რომ არაფერი ვთქვათ).

რომელი უფრო სჭირდება დღეს ქვეყანას, თუნდაც მილიარდი ლარის დახარჯვა მკვდრადშობილ სტადიონზე, თუ ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება( მაგალითად, რკინიგზის მოდერნიზაცია) ან ჯანდაცვაში თუ განათლებაში ფულის ჩადება, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა ამ არაკომპეტენტურმა და კორუმპირებულმა მთავრობამ. ხალხს რომ არაფერს ეკითხებიან და ყოველგვარი მსჯელობის გარეშე მშენებლობას იწყებენ, ესეც მრავლისმეტყველია. 
ხარისხზე არაფერს ვამბობ. შეიხედეთ ახალ სპორტის სასახლეში და ყველაფერს თავადვე მიხვდებით, – წერს გოცირიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დაკავებულია 44 პირი” – შსს განცხადებას ავრცელებს
  • მარნეულში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა – რა ინფორმაცია ვრცელდება
  • “უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში ნებაყოფლობით დავაბრუნეთ”- შსს განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge