ქედის მუნიციპალიტეტში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა. შემთხვევა დღისით მოხდა.
დაშავებულები ამ დრომდე კლინიკაში იმყოფებიან.
არსებული ინფორმაციით, ტრაგედია მსუბუქი ავტომანქანის სავალი გზიდან გადავარდნას მოჰყვა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.