“ფარნების მარში” საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან მივიდა და იმ საპროტესტო აქციას შეუერთდდა, რომელიც 267-ე დღეა, უწყვეტად მიმდინარეობს.
“თავისუფლება მზიას, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, – სკანდირებენ მოქალაქეები.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. აქციის მონაწილეებს ადგილზე ფანრები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი.
ასევე მოწყობილია ფოტო გამოფენაც.
პროტესტი “სინათლე არ უნდა ჩაქრეს” 22 ინტერნეტ-მედიის მიერ წამოწყებული კამპანიაა, რომლებიც დამოუკიდებელი მედიების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ.