მსახიობი იუნა შაფათავა “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის “მსხვერპლმა ქალებმა” ხმა უნდა ამოიღონ და ის დანაშაულში ამხილონ.
“შედარებისთვის: უმნიშვნელო ლოყაზე ჩქმეტისთვის და “სექსუალური ხასიათის” კომენტარებისთვის, ნიუ იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ თანამდებობა დატოვა.
გამოძიება ჯერ მიდის და ახლა მის ძმას, CNN-ის წამყვანს, შეეხო ბრალდებები.
სააკაშვილის მსხვერპლო ქალებო, იქნებ დროა, ამოიღოთ ხმა! ცნობილო ქალებო, ვისაც უსირცხვილოდ გაშანტაჟებდათ და გასაყიდი საქონელივით ფასი დაგადოთ და გამოგიყენათ! არაა სირცხვილი, თქვათ სიმართლე! ხალხის პატივისცემას დაიმსახურებთ, თუ მოყვებით სიმართლეს!
სირცხვილია, პატივად ჩაითვალოს მისი გაუპატიურებები და ქალების სექსუალური შევიწროება!
ამოიღეთ ხმა! 21-ე საუკუნეა და MeToo -ს მიაქვს მსოფლიო! თქვენი შვილებისთვის და ნორმალური ცივილიზებული ქვეყნის მშენებლობისთვის, ამოიღეთ ხმა და ნუ გეშინიათ!! სირცხვილია სიჩუმე!!! სირცხვილია, სექსუალური ზეწოლა და შევიწროებაზე ხელის დაფარება და სიჩუმე!
სადაა ბაია პატარაია? სიჩუმე დანაშაულია!!!
დროა ამოიღოთ ხმა!!”, – წერს შაფათავა სოციალურ ქსელში.