“ტაბულას” დამფუძნებელი, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“იმ ადამიანების ნაწილი, რომლებმაც 2012 წელს ოცნებას მისცა ხმა, ვერანაირად ვერ ხვდება, რატომ შეიძლება სააკაშვილის რიტორიკა – ეთნოშოვინიზმი, მესიანიზმი, რელიგიური პოპულიზმი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ოცნებისთვის ხმა არ მიუცია ორგანულად მიუღებელი იყოს.
მეგობრებო, ჩემთან არაფერი შეცვლილა – 2012 წელსაც მაგიტომ მაწუხებდა თქვენი არჩევანი. 2021 წელსაც მაგიტომ მაწუხებს სააკაშვილის რიტორიკა უჯიშოებზე. ვერ ვარჩევ ქოცებისგან.
ცხადია, როგორც ალბათ ბევრ, ასე თუ ისე, გონიერ ადამიანს (და თავს ასეთად ვთვლი) – შინაარსი მაინტერესებს პოლიტიკოსების და არა მათი გარეგნობა, ან დედმამიშვილობა”, – წერს ჩერგოლეიშვილი.
https://mix.metronome.ge/24019-2/