Thursday, August 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ცილისწამება და სიცრუეა” – NYT-თან სკანდალური ინტერვიუს ავტორი დავით რაზმაძე მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს

August 21, 2025
“ცილისწამება და სიცრუეა” – NYT-თან სკანდალური ინტერვიუს ავტორი დავით რაზმაძე მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს

ეს არის ცილისწამება და სიცრუე თავიდან ბოლომდე. ჩემს ცხოვრებაში მე რუსეთზე არასდროს დადებითი არ მითქვამს. იმ მომენტში, რაც არის აღნიშნული – „სააკაშვილის ხულიგნები”, არანაირი მაგის მსგავსი არ მიხსენებია. მე ვახსენე, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მიატოვა ქალაქი და ის ნაძირალა კაცი, რომელმაც ჩემგან ინტერვიუ აიღო, აღმოჩნდა, ფაქტობრივად, სააკაშვილისა და მაგ ნაძირლების ადვოკატი. თუ ჩემი თანაგუნდელები დამიდგებიან გვერდში, ვუჩივლებ“, – თქვა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ „ტვ პირველთან“ კომენტარში.

როგორც დავით რაზმაძე “ტვ პირველთან” საუბრისას აცხადებს, ევროინტეგრაციის წინააღმდეგი არ არის და ასეთი რამ ინტერვიუში არც კი უთქვამს.

“ევროკავშირში ინტეგრაციაზეც ვსაუბრობს კი იქ. იქ წერია სისულელე, მე ვარ “ოცნების” წევრი და “ოცნება” როდესმე აფიქსირებს, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის წინააღმდეგი ვართო? იმ ნაძირალა აკცს, არ ვიცი საერთოდ, ის წარმოადგენდა New York Times? მაგაშიც უკვე ეჭვი მეპარება. ეს იყო მოგზავნილი.” – თქვა რაზმაძემ.

შეგახსენებთ, The New York Times-თან ინტერვიუში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ 2008 წლის ომზე ისაუბრა და თქვა, რომ „რუსები აქ მოვიდნენ, როგორც შვიდობისმყოფელები”.

რუსები აქ მოვიდნენ, როგორც შვიდობისმყოფელები” და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, გჯერათ?! რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამდენ ზიანს მოგვაყენებდნენ“.

“ეს ყველაფერი [აგვისტოს ომი] მიშას ბრალი იყო. ის შეგნებულად წავიდა პროვოკაციაზე. ეს მხოლოდ ერთ-ერთი იყო იმ მრავალი პრობლემიდან, რომელიც მან გამოიწვია.ისინი [რუსები] აქ [გორში] მშვიდობისმყოფელებად მოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ მოვიდნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. თუ დაიჯერებთ, მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს. რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამდენ ზიანს მიაყენებდნენ”- ამბობს The New York Times-თან ინტერვიუში გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.

დავით რაზმაძემ სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვყენა და დაწერა, რომ The New York Times-ის ჟურნალისტმა ცილი დასწამა.

“მე ალბათ ყველა საინფორმაციო საშუალებას გავცემ პასუხს ჟურნალისტის აშკარა ცილისწამებაზე! მაგრამ აქ დავაფიქსირებ, რომ არასოდეს ჩემი ცხოვრების მანძილზე ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს ინტერვიუს, სადაც მე რუსებს არა დადებითად, არამედ ზიზღით არ მოვიხსენიებ! ეს ჟურნალისტი შემრჩა ხელში, ,,სააკაშვილის ადვოკატი”! რუსეთის არსებობის მანძილზე არის დამპყრობი და მოძალადე! მისი მშვიდობის მყოფელობა წარმოუდგენელია! მათი ლიდერი პუტინი არის ეშმაკის მოციქული, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე და არსებობა არაფერს წარმოადგენს!” – დაწერა რაზმაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქედაში გზიდან მანქანა გადავარდა – შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი
  • ქედის ცენტრთან მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა – რა ვითარებაა ადგილზე
  • “ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი” – გარემოს ეროვნული სააგენტო 21 აგვისტოს ამინდის პროგნოზთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge