„სილა რეჟიმს“ სტენსილის გაკეთების გამო, აქტივისტი თამარ კურატაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარიანა ფომაევამ მიიღო.
6 აგვისტოს, როცა მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ეს სტენსილი კურატაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელ ჭიშკარზე გააკეთა.