Geo Team-ის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძემ ვალენსიასთან პირადი კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა – მაგიდაზეა 4-წლიანი ხელშეკრულება.
ახლა ყველაფერი უოტფორდსა და ვალენსიას შორის შეთანხმებაზეა დამოკიდებული. როგორც შევიტყვეთ, უოტფორდი 10 მილიონს ითხოვს.
ვალენსია ქართველს ანდრე ალმეიდას შეცვლის პირველ კანდიდატად მიიჩნევს – თუ პორტუგალიელი ღამურებს დატოვებს, ესპანური კლუბი გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერს ზაფხულშივე დახურავს.