ახალციხეში, აბასთუმნის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, – ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი.
„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
შსს–ს განმარტებით, გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.