ომისა და მშვიდობის შესახებ დაძაბული დისკუსიების ფონზე, ოვალურ კაბინეტში მხიარული მომენტი იყო – იუწყება CNN-ი: რეპორტიორმა და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შავი პიჯაკის არჩევანზე კომენტარი გააკეთეს.
“ამ პიჯაკში შესანიშნავად გამოიყურებით“, – თქვა Real America’s Voice-ის რეპორტიორმა ბრაიან გლენმა, რომელმაც თებერვალში თეთრ სახლში ვიზიტის დროს, ზელენსკის ჩაცმულობის არჩევანი ეჭვქვეშ დააყენა.
“მეც იგივე ვთქვი“, – წამოიძახა ტრამპმა.
“შენც იგივე პიჯაკში ხარ“, – უთხრა ზელენსკიმ გლენს. “მე შევიცვალე და შენ არა“ – დასძინა მან.
ტრამპი უკმაყოფილო იყო, როდესაც ზელენსკი თებერვალში თეთრ სახლში სამხედრო ფორმაში მივიდა და თქვა, რომ ის “მძიმე ტანსაცმელში იყო ჩაცმული“.