არაფერს გამოვრიცხავ. ყველა ქვეყნის სპეცსამსახურს, მათ შორის, რუსეთის – ჩვენი ქვეყნის 20%-მდე ტერიტორიის ოკუპირების ავტორი ქვეყნის სპეცსამსახურებს თავისი ინტერესები აქვთ და მის გაშიფვრას მე ვერ დავიწყებ. შეიძლება, ასეც იყოს ან არ იყოს. შეიძლება, ასეც იყოს ან არ იყოს. ყოველ შემთხვევაში, ამ ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი და ანალოგიური შემთხვევა ადრეც იყო. რამდენად დადასტურდება ან არ დადასტურდება, მეორე საკითხია, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ რუსული ФСБ-ს განცხადების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ცნობისთის, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ფსბ) აცხადებს, რომ „უკრაინის სპეცსამსახურებმა ყირიმის ხიდზე კიდევ ერთი აფეთქების მცდელობა აღკვეთა”.
ფსბ ამბობს, რომ ბომბი უკრაინაში საქართველოს გავლით წაიღეს.