„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლას აფასებს:
“გამოსწორდა და ინანიებს არა, “ისა” ! 7 ნოემბერიც, მცირე შეტაკებად და “ჩვეულებრივ ამბად” გამოიყვანა! მთელი დღის, ქუჩა–ქუჩა დევნა და დაუნდობელი ანგარიშსწორება, “ნოემბრიდან–ნოემბრამდე”, ფილმების გადაღება–გაშვება და ტელევიზიაში შეჭრაც, ეგ ყველაფერი დიდი არაფერიო! სანამ ვინმე გამოხტება… მეასედ ვწერ.. 7 ნოემბრის, 26 მაისის, 20 ივნისის და 5 ილისის ყველა შემოქმედი უნდა გასამართლდეს! სასურველია უცხოელი, სტრასბურგის მოსამართლეთაგან დაკომპლექტებული სასამართლო კოლეგიის და არა მათივე შექმნილი ჯალათ–მოსამართლეთა ხელით…”, – წერს ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში.
დღეს, 29 ნოემბერს, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე დღეს პირველად წარდგა. სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილებით, სხდომა მედიისთვის ღია იყო. თავდაპირველად, დაცვის მხარემ მოსამართლეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა, რომ საქმის რეზონანსულობიდან და საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე მომხდარიყო სასამართლო პროცესის ტრანსლირება. მოსამართლეთა კოლეგიამ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სასამართლო პრცესს სამი მოსამართლე უძღვება. კერძოდ, მაია ქოქიაშვილი, ნინო ელიაშვილი და ლიანა ორკოდაშვილი, რომლებიც საბოლოო გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებენ.
პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი დაესწრო.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.
https://mix.metronome.ge/23993-2/