“საბაჟოზე მომუშავე ადამიანები სხვებზე მაღალ ხელფასს იღებენ და კეთილი უნდა ინებონ, რომ საქმე ისე გააკეთონ, სხვების საქმიან რეალობაში პრობლემები და შეფერხებები არ შექმნან“ – განაცხადა „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა “ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას.
იობაშვილის თქმით, საბაჟო სამსახურის არაეფექტიანი მუშაობის გამო სხვა ბევრ სტრუქტურას საქმე სერიოზულად უფუჭდება.
„საბაჟოზე მომუშავე ადამიანები სხვებზე მაღალ ხელფასს იღებენ და კეთილი უნდა ინებონ, რომ საქმე ისე გააკეთონ, სხვების საქმიან რეალობაში პრობლემები და შეფერხებები არ შექმნან“, – „ბიზნესპრესნიუსთან“ ამის შესახებ „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა, განაცხადა.
იობაშვილის თქმით, საბაჟო სამსახურის არაეფექტიანი მუშაობის გამო სხვა ბევრ სტრუქტურას საქმე სერიოზულად უფუჭდება.
„ლარსის საბაჟოზე ძალიან არაეფექტიანად მუშაობენ და ამას პირდაპირ ვიტყვი. 1 კვირის წინ ვიყავი იქ და უკვე კვირებია, რაც ათასობით ტრაილერი, რომლებიც აალებადი პროდუქტითაა დატვირთული, ერთმანეთის მიყოლებით დგას და ამდენი ადამიანის საქმე ფუჭდება. ასე არ შეიძლება!
საბაჟოზე მომუშავე ადამიანები სხვებზე მაღალ ხელფასს იღებენ და კეთილი უნდა ინებონ, რომ საქმე ისე გააკეთონ, სხვების საქმიან რეალობაში პრობლემები და შეფერხებები არ შექმნან. თუმცა, ფაქტია, უკვე თვეზე მეტია, თხევადი გაზით დატვირთული ტრაილერები სერიოზული შეფერხებებით გადაადგილდებიან და ეს იგივეა, პროდუქტი სახლის კარამდე მოგიტანონ და შენ მისი შიგნით შეტანა ვერ მოახერხო.
კარგი იქნება, რომ ვისაც ეს საკითხი ეხება უფრო მეტად ჩაერთოს პროცესში და მისი მართვა სცადოს მინიმუმ ისე, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა თავიანთი მოვალეობები მეტი ყურადღებით, სისწრაფითა და ეფექტიანობით შეასრულონ.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სერიოზულ ეკონომიკურ ზარალთან ერთად, ეს სახიფათოც არის, რადგან საქმე აალებად პროდუქტთან გვაქვს, საბაჟომდე კი ათასზე მეტი ასეთი ნივთიერებით დატვირთული დიდი მანქანა დგას. დანარჩენი დასკვნების გაკეთება ყველას თავად შეგიძლიათ“, – განაცხადა იობაშვილმა (წერს “ბიზნესპრესსნიუსი”).