არ მესმოდა მოსამართლის ხმა, გათიშული ვიყავი და ხალხის ყვირილმა გამომაფხიზლა, სიმართლე რომ გითხრათ. ვფიქრობდი, შეიძლება რამე გადაუტრიალდეს თავში-თქო, – ამის შესახებ თედო აბრამოვმა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა,
“მადლობა ღმერთს, რომ ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდა.
[სხვა პატიმრებს ვეტყოდი] ერთადერთი, რაც გაგვაჩნია, არის მოთმინება. იქ მოთმინება თუ არ გაგაჩნია ადამიანს, ძალიან გაგიჭირდება. იქ ბიჭების ერთობა ვნახე, ძმობა, დობა, ყველანაირი ურთიერთობა და ერთმანეთის გამტანობა. იქ ბიჭები არიან ძალიან ყოჩაღად. ბიჭებო, ასე განაგრძეთ!” – თქვა თედო აბრამოვმა.
შეგახსენებთ, თედო აბრამოვი წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.