Thursday, August 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

August 14, 2025
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე გახსნილია – დეტალები

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს – გიორგი მიქაძეს, გიორგი კაჭკაჭაშვილს, მამუკა ბაღდავაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

გიორგი კაჭკაჭიშვილის ადვოკატი ბრალდებულის გათავისუფლებას 10 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, 30 000 ლარის გირაოს შუამდგომლობა დააყენა, გიორგი ჯოხაძის ადვოკატმა, რაც შეეხება გიორგი და დავით მიქაძეებს, ადვოკატმა გიორგი მიქაძის გათავისუფლება მოსამართლეს 50 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შესთავაზა.

პროკურორი ლევან ვეფხვაძე სხდომაზე განმარტავდა, რომ დაკავებულის მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაული ჩადენის, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებებია განადგურების საფრთხე, რასაც ბრალდებულების ადვოკატები არ დაეთანხმნენ.

დაცვის მხარის მტკიცებით, არ არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაკავებულების წინააღმდეგ, გარდა პოლიციელის ჩვენებისა.

ადვოკატების თქმით, მკვლელობის შეკვეთის ბრალდება არის აბსურდული და დაუსაბუთებელი.

სიტყვით ისარგებლა გიორგი მიქაძემ. მისი თქმით, ის არაერთხელ გააფრთხილეს იმასთან დაკავშირებით, რომ დააკავებდნენ, თუმცა ქვეყანა მაინც არ დატოვა.

„ამ საქმესთან არ მაქვს არანაირი შემხებლობა. სანამ დამაკავებდნენ გამაფრთხილეს, არაერთ გზის,რომ დამაკავებდნენ, მაინც არ წავედი. ვარ შეურაცხყოფილი. ვითხოვ თავისუფლებას”,- აღნიშნა გიორგი მიქაძემ.

საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 6 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ჩაინიშნა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „დაუყოვნებლივ დარეკეთ „112“-ში…“ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მიმართავს
  • „მთის ჰაერით მკურნალობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია…“ – პედიატრის საჭირო რეკომენდაცია
  • 4 ჭრილობა თავში, 3 გულის არეში – იორმუღანლოში მოკლული ბიჭის ოჯახი “სისხლის აღებით” იმუქრება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge