“ლელო – ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე გერმანიაში გიორგი გახარიას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელსაც ოპოზიციურ პარტიათა დიდი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს, მათ საერთო კანდიდატი ეყოლებათ.
„მე ბერლინში შევხვდი არა მხოლოდ გიორგი გახარიას, არამედ ევროპელ პოლიტიკოსებსაც. წარმატებული შეხვედრა გვქონდა. ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ და ჩვენ ვრჩებით იმ მემორანდუმის ერთგულები, რომელსაც საზოგადოების წინაშე ხელი მოვაწერეთ და ვალდებულება ავიღეთ, რომ ხალხს სწორედ თანამშრომლობის იმ მოდელს შევთავაზებთ, რაც, სამწუხაროდ, სხვა პარტიებმა ვერ შეძლეს“ – განაცხადა კუპრაძემ.