Thursday, August 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“ქუთაისში უბნის ინსპექტორი სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მიზნით დააკავეს”- საქართველოს პროკურატურა

August 14, 2025
„20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა“ – საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ ნარკოტიკული საშუალების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციისა და ჯგუფურად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარედგინა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ მისაკუთრებული ნარკოტიკული საშუალება „მორფინი“ და „ბუპრენორფინი“.

“საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციისა და ჯგუფურად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე -2 განყოფილების უბნის ინსპექტორმა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით უკანონოდ მიისაკუთრა მისთვის კანონიერად მინდობილი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შემდგომ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით გაასაღა ორ პირზე.

გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ მისაკუთრებული და შემდგომ რეალიზებული ნარკოტიკული საშუალება „მორფინი“, ასევე იმ პირებისგან, ვისზეც მოხდა ნარკოტიკული საშუალების რეალიზება, ამოღებულია უკანონოდ შენახული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.

დაკავებული სამივე პირის მიმართ განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა მათი საცხოვრებელი ბინებისა და პირადი ჩხრეკები.

დაკავებული სამი პირიდან ერთ პირს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორ პირს კი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა და შენახვა), რაც სასჯელის ზომად 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • იტალიაში მიგრანტების გემი ჩაიძირა – არიან დაღუპულები
  • “ქუთაისში უბნის ინსპექტორი სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მიზნით დააკავეს”- საქართველოს პროკურატურა
  • „PALITRA NEWS-ის გადაცემაში ვახტანგ იობაშვილმა დეზინფორმაცია გაავრცელა” – შემოსავლების სამსახური

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge