Thursday, August 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„PALITRA NEWS-ის გადაცემაში ვახტანგ იობაშვილმა დეზინფორმაცია გაავრცელა” – შემოსავლების სამსახური

August 14, 2025
„PALITRA NEWS-ის გადაცემაში ვახტანგ იობაშვილმა დეზინფორმაცია გაავრცელა” – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელიც 13 აგვისტოს “Palitra News”-ის გადაცემა “მონეტიზაციაში” გაჟღერებულ დეზინფორმაციას ეხმიანება. მათი თქმით, გადაცემაში მიწვეულმა სტუმრმა, ნავთობპოდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა, რომ „საბაჟო დეპარტამენტი ვერ უზრუნველყოფს ტვირთების გატარებას და მხოლოდ 45 მანქანის გატარებას ახერხებს. მებაჟე-ოფიცრებისთვის კი დრო, არაფერს წარმოადგენს“. შემოსავლების სამსახური ამტკიცებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია „PALITRA NEWS“-ის 13 აგვისტოს გადაცემა „მონეტიზაციაში” მიწვეული სტუმრის, ნავთობპოდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვახტანგ იობაშვილის მიერ გაჟღერებულ დეზინფორმაციას.

გადაცემის მსვლელობისას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „საბაჟო დეპარტამენტი ვერ უზრუნველყოფს ტვირთების გატარებას და მხოლოდ 45 მანქანის გატარებას ახერხებს. მებაჟე-ოფიცრებისთვის კი დრო, არაფერს წარმოადგენს“, რაც არის სრული სიცრუე.

მეტი სიცხადის შეტანის მიზნით ვაცხადებთ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და დღე-ღამის განმავლობაში საბაჟო ფორმალობები ხორციელდება 800 – 1000 სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მიმართ (ორივე მიმართულებით).

აქვე განვმარტავთ, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო გამშვებ პუნქტზე შესასრულებელი საბაჟო ფორმალობები ხორციელდება აქტიურ რეჟიმში. შესაბამისად, სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია თითქოს საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგი“ თანამშრომლები „კონტროლს ვეღარ აუდიან“.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო კონტროლსა და ფორმალობებს შემოსავლების სამსახური ახორციელებს რისკების მართვის სისტემის გამოყენებით, რომელიც ავტომატურ რეჟიმში და დროის მოკლე მონაკვეთში ახდენს მონაცემების დამუშავებასა და საბაჟო კონტროლის შესაბამისი ღონისძიებების (მაგალითად, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, საქონლის წონის/რაოდენობის დადგენა) განხორციელების მიზანშეწონილობის შეფასებას/განსაზღვრას. სტანდარტულ შემთხვევაში, სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო ფორმალობები სრულდება არაუმეტეს 15 წუთის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარა დამატებით საბაჟო კონტროლს, მითითებული დრო, შესასრულებელი საბაჟო ფორმალობ(ებ)ის სპეციფიკის გათვალისწინებით, იზრდება დაახლოებით 15-20 წუთით.

აქვე, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ნავთობპოდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვახტანგ იობაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს უამრავ უზუსტობას, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და უწყების დისკრედიტაციას.

მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან”- წერს შემოსავლების სამსახური.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • იტალიაში მიგრანტების გემი ჩაიძირა – არიან დაღუპულები
  • “ქუთაისში უბნის ინსპექტორი სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მიზნით დააკავეს”- საქართველოს პროკურატურა
  • „PALITRA NEWS-ის გადაცემაში ვახტანგ იობაშვილმა დეზინფორმაცია გაავრცელა” – შემოსავლების სამსახური

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge