პროევროპული აქციების დროს ანასტასია ზინოვკინა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. სასამართლო პროცესზე მან განაცხადა, რომ მასზე პოლიციის თანამშრომელმა, ირაკლი მუხათგვერდელმა იძალადა და გაუპატიურებით დაემუქრა.
“დაკავების მომენტში პირველივე წამზე, ზურგში მჯიღის დარტყმა და ჩქმეტა ვიგრძენი. დავინახე ნიღბიანი მამაკაცები. ისინი ერთმანეთში საუბრობდნენ ქართულ ენაზე, რაც მე არ მესმოდა. ჯიბეებს მიმოწმებდნენ, ჩუმად ვთქვი, რომ თანხა ჩანთაშია, ტელეფონიც ჩანთაშია. მომხსნეს ჩანთა და შემდეგ ისევ გააგრძელეს ჩემს ჯიბეში რაღაცების ძიება.
დავიწყე ყვირილი – მიშველეთ! ამ დროს დავინახე, რომ არტემიც გაკავებული ჰყავდათ. გვძარცვავენთქო ვყვიროდი, რა დროსაც ირაკლი მუხათგვერდელმა ჩანთა ხელებში ჩამჩარა, რომელიღაცამ მუხლებში დამარტყა და შემისროლეს მანქანაში. მუხლებთან ისე ჩამარტყეს, რომ მომეკვეთა და მერე ხელის კვრით მანქანაში ჩამტენა.
პოლიციელი ირაკლი მემუქრებოდა გაუპატიურებით, პარალელურად მხსნიდნენ ზედა ჩასაცმელს, ირაკლი მუხათგვერდელის მოქმედებები არა მხოლოდ სიტყვიერი იყო, არამედ დაიწყო ხელების ფათურიც ჩემზე, რომ საგრძნობი ყოფილიყო მისი მუქარა… დაიწყო შარვლის ბალთაზე შეხება, სიტყვებით – “მე შენ დაგსჯი”.
მას შემდეგ, როცა დავინახე, რომ ნარკოტიკი ჩამიდეს, ყველა დაწყნარდა. ყველამ უფრო წყნარაად დაიწყო საუბარი, გარდა პოლიციელ ირაკლი მუხათგვერდელისა, ის მეხებოდა და მემუქრებოდა.” – თქვა დკავებულმა.
შეგახსენებთ, 31 წლის ანასტასია ზინოვკინასა და 24 წლის არტემ გრიბული კრიმინალურმა პოლიციამ 17 დეკემბერს დააკავა. მათ წინააღმდეგ აღძრული მუხლი ქართული კანონმდებლობით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობად კვალიფიცირდება და სასჯელის სახით 8-დან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს