ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი რისმაგ გორდეზიანი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რისმაგ გორდეზიანმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1967-1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დოცენტი; 1976-2006 წლებში კლასიკური ფილოლოგიის კათედრის პროფესორი; 1982-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1993-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
რისმაგ გორდეზიანს მიღებული აქვს საბერძნეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სამეცნიერო პრემია. იყო 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და 24 წიგნის ავტორი. 2021 წელს მიღებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის ჯილდო.