კალაძის ჩვენება სუს-ის წინააღმდეგ – ოპოზიციის და ადვოკატების შეფასებით თბილისის მერმა გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების ფაქტი დაადასტურა.
თბილისის მერმა დღეს დიდი ხნის განმავლობაში დამალული სიმართლე გათქვა და აღიარა, რომ ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი საქართველოში “ოცნების“ ხელისუფლებამ ჩამოიყვანა. კალაძემ დაადასტურა, რომ ის რაც ბაჩიაშვილს “ქართულმა ოცნებამ“ მოუწყო, სამართლებრივი სივრცის გარეთ ჩატარებული ოპერაცია იყო და საქმე არც დეპორტაციასა და არც ექსტრადაციასთან არ გვქონია.
წესით კალაძის განცხადება გენერალური პროკურატურისთვის გამოძიების დაწყების საგანი უნდა გახდეს, თუმცა, ჯერ არც საგამოძიებო უწყებები აკეთებენ განმარტებას და არც “ოცნების“ ლიდერები.
გლდანის მე-8 დაწესებულებაში გამოკეტილი ივანიშილის მილიონების ყოფილი მმართველის ადვოკატები ბრძლის ახალ ეტაპზე გადადიან. კრიპტოვალუტების საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას საერთაშორისო ინსტანციებში გაასაჩივრებენ, ამის პარალელურად კი კალაძის აღიარების საფუძველზე სარჩელს მოამზადებენ და ევროსასამართლოს მიმართავენ.