კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერი ბიზნესმენ გიორგი მიქაძის დაკავებას ეხმაურება და წერს, რომ ეს იმის მანიშნებელია, რომ “ოცნების“ რყევა და შიდა დაპირისპირებები გრძელდება“
მისი თქმით, “ოცნება“ უნდა დაემხოს და ასევე, ნებისმისერმა მომავალმა პოლიტიკურმა მმართველობამ უნდა გამორიცხოს ქურდებთან გარიგებით ძალაუფლების მოპოვება და შენარჩუნება.
“ოცნების“ რყევა და შიდა დაპირისპირებები გრძელდება, ბოლო დაკავებებიც ამაზე მეტყველებს.
ოღონდ მთავარი უბედურება ისაა, თუ რამდენად გადახლართულია სისტემა ქურდულ სამყაროსთან, ქუჩა აბარია იმას, მერე ამას, ეს ბერას ‘ბრატია’, ის იმის კლანი.
მათ შორის ამიტომაც უნდა დაემხოს ოცნება და ასევე, ნებისმისერმა მომავალმა პოლიტიკურმა მმართველობამ უნდა გამორიცხოს ქურდებთან გარიგებით ძალაუფლების მოპოვება და შენარჩუნება. სამუდამოდ უნდა ჩაბარდეს წარსულს. ნებისმიერი ქურდის ადგილი არის ციხეში, ვის მხარესაც არ უნდა იჭერდეს,-წერს ხოშტარია.