რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“ზოგჯერ დეპრესიაში მყოფს მეჩვენება, რომ მცირე გამოკლებით, ყველა ქართველი ნაცისტია! უბრალოდ სახელს იცვლიდნენ – ხან პატრიოტები ერქვათ, ხან რევოლუციონერები, ხან ბოლშევიკები, ზოგჯერ მენშევიკები, ფაშისტებად ვერ ინათლებოდნენ, გერმანიამ სახელი გაუტეხა!
თუ ასე არ არის, მითხარით ერთი:
რომელი თესლიდან იშვა მსოფლიო მასშტაბის შემზარავი პიროვნებები! ნუთუ, ნაწილი ქართველებისა თავის ერის სისხლი სწყურია?! და ისე გადაგვარდნენ, რომ ძმის წამება სიამოვნებას ღვრის! “არა!!! არაო!!!”- გაიძახით! ფიცი მწამს… მაგრამ… ყველა რომ გაბოროტდა! თუ ასეთი ვიყავით მუდამ?”, – წერს სტურუა სოციალურ ქსელში.