Wednesday, August 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“სასჯელი 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

August 12, 2025
“ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლის შედეგად ორი პირი დაიჭრა” – საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა.

მათი თქმით, ერთ-ერთმა დაკავებულმა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 24 335 გრამი (140 ძირი) ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.

“საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 24 335 გრამი (140 ძირი) ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი; მანვე უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით – 230,5 გრამ ნარკოტიკულ საშუალება დამაძინებელ ყაყაჩოს და 41,3 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას. მეორე დაკავებულმა კი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 24 370 გრამი (67 ძირი) ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი. მან ასევე უკანონოდ შეიძინა და ინახავდა – 12,58 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 265-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილი პროფესორი გარდაიცვალა
  • 5 კითხვა ChatGPT-ის, რომლის დასმის შემთხვევაშიც, ხელოვნური ინტელექტი თქვენს მონაცემებს სპეცსამსახურებს გადასცემს
  • 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge