იტალიელი ორიენტატორი მატია დებერტოლისი გასულ კვირას ჩინეთში გამართული მსოფლიო თამაშების დროს გულის წასვლის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დებერტოლისის გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
ინფორმაციისთვის, დებერტოლისი მამაკაცთა საშუალო დისტანციის ფინალში მონაწილეობდა, რომელიც 30 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე გაიმართა, როდესაც გონება დაკარგა.
ორიენტაცია სპორტია, რომელიც ღია ცის ქვეშ ტარდება.
დეტერბოლისი იტალიის ეროვნული ნაკრების წევრი იყო და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მეხუთე ადგილი დაიკავა.
დებერტოლისი, რომელსაც სამოქალაქო ინჟინრის კვალიფიკაცია ჰქონდა, შვედეთში ცხოვრობდა და სტოკჰოლმის უნივერსიტეტში დოქტორანტურის მისაღებად სწავლობდა.