კაცმა, რომელმაც მაწამა, მუშტები თავში მირტყა და ტვინის შერყევა დამმართა, იმაზე მეუბნებით დაზარალებულია და ამის მერე უნდა თქვათ, რომ არსებობს სიტყვა სამართლიანობა? – ამის შესახებ აქციების დროს დაკავებულმა ანატოლი გიგაურმა დასკვნით სასამართლო პროცესზე განაცხადა.
“კაცმა რომელმაც მაწამა, მუშტები თავში მირტყა და ტვინის შერყევა დამმართა იმაზე მეუბნებით დაზარალებულია და ამის მერე უნდა თქვათ, რომ არსებობს სიტყვა სამართლიანობა და ის არის დაზარალებული? მე დამესხა თავს, მეორედ მე დამესხნენ თავს, მესამედ მე მაწამეს და 9 თვეა ციხეში გყავართ და მე უნდა დამიწყოთ ლაპარაკი სამართალზე? სად არის სამართალი, ვნახოთ რა სამართალს გამოიტანთ” – თქვა ანატოლი გიგაურმა სასამართლო პროცესზე.
ცნობისთვის, გიგაურს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.