რომ არა ის მარიონეტული რეჟიმი, რომელიც 17 წლის წინ იყო, ეს ომი არ იქნებოდა. შეიძლება, არ ყოფილიყვნენ გმირები, მაგრამ იქნებოდნენ თავის ოჯახთან, თავის შვილებთან, თავის მეუღლეებთან. ეს არის ის გაკვეთილი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ ისწავლა, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა შინდისში, შინდისის გმირების მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პაპუაშვილმა თქვა, “ყველა ბრძოლას არ ჰყავს დავით აღმაშენებლის მსგავსი პატრიოტი მთავარსარდლები.”
“ქართველი ჯარისკაცისთვის, ქართველი მეომრისთვის ყველა ბრძოლა დიდგორია. მნიშვნელობა არ აქვს ამის გარშემო რა ხდება. ყველა ბრძოლაში ქართველი მებრძოლი შედის, როგორც დიდგორში. ეს გვაჩვენეს მაშინ, 17 წლის წინ შინდისის გმირებმა. ამავე დროს, ეს გვაჩვენებს, რომ ყველა ბრძოლას არ ჰყავს დავით აღმაშენებლის მსგავსი პატრიოტი მთავარსარდლები.
რომ არა ის მარიონეტული რეჟიმი, რომელიც 17 წლის წინ იყო, ეს ომი არ იქნებოდა. შეიძლება, არ ყოფილიყვნენ გმირები, მაგრამ იქნებოდნენ თავის ოჯახთან, თავის შვილებთან, თავის მეუღლეებთან. ეს არის ის გაკვეთილი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ ისწავლა. როდესაც გყავს მარიონეტული რეჟიმი, რომელიც ქვეყანას უდგას სათავეში, რა თქმა უნდა, ასეთი რეჟიმები მოქმედებენ არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებით, არამედ სხვა ქვეყნებისა და სხვა ჯგუფების ინტერესებით. ასეც მოხდა 17 წლის წინ. სააკაშვილის მარიონეტულმა რეჟიმმა გეოპოლიტიკურ დიდ საჭადრაკო დაფაზე საქართველო პაიკად გამოაყენებინა.” – განაცხადა პაპუაშვილმა.