ბათუმში, მარკოზ აჭარელის ქუჩის მე-3 შესახვევში 2 სართულიანი კერძო სახლი დაიწვა, – ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
არსებული ცნობებით ხანძრის დროს სახლში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი მე-2 სართულიდან გადახტა, რომელიც დაშავდა და კლინიკაშია მოთავსებული. როგორც ამბობენ, დაშავებულს მოტეხილი აქვს ქვედა კიდურები.
ადგილზე იმყოფებოდა კრიმინალური და საპატრულო პოლიცია.