საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არსად არ არის, ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე ასევე განსაკუთრებულები ვართ 2 „მწვანე პასპორტით“ – ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ, ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან. ჩვენ თითოეული მათგანი ვართ ქართველი და არამგონია, რომ ვინმეს ეს უკვირდეს – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრი კოვიდგადატანილი პირებისთვის უვადოდ მწვანე სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ არ არის ცუდი გადაწყვეტილება, “დაძაბული სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ჰქონდეთ”.
ეკატერინე ტიკარაძის აღნიშნულ განცხადებას ჟურნალისტი, “მთავარი არხის” წამყვანი ეკა კვესიტაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე კვლავ ეხმაურება და წერს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა მთვარობის მეთაურს დასცინა.
“მოკლედ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ეს ქალი ასეთი სულელიც არ არის, რომ
ასეთი სააარაკო სისულელე ეთქვა – ამიტომ, ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილს დასცინა”, – წერს კვესიტაძე სოციალურ ქსელში.
მანამდე, ჟურნალისტი წერდა, რომ ეკატერინემ ტიკარაძე გაკეთებული განცხადების გამო პასუხი უნდა აგოს.
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადება შესაძლოა, სარკაზმია, თუმცა ხელისუფლებისგან უფრო იმპერატიული რიტორიკაა საჭირო.
„ჯანდაცვის მინისტრის განცხადება, დიდი ალბათობით, სარკაზმი იყო, თუმცა ამისი დრო არ არის… უფრო იმპერატიული რიტორიკაა საჭირო ხელისუფლებისგან და სავალდებულო ვაქცინაცია შემოსაღები იმ ასაკობრივი ჯგუფებისა და კატეგორიის პირებისთვის, რაც ცივილიზებულ სამყაროში უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა!
ჩემი კოვიდ ინფიცირებული მშობლები 10 დღეა საავადმყოფოში წვანან. მათი კლინიკური მდგომარეობა ცუდი არ არის, მაგრამ, სუბიექტურად ძალიან სუსტად და ცუდად გრძნობენ თავს. საბედნიეროდ, აცრილები იყვნენ, თორემ წარმოდგენაც არ მინდა, როგორ ვიქნებოდით ახლა.
ჩვენ უნდა გავიზიაროთ ის საერთაშორისო პრაქტიკა, რაც ამბობს, რომ 60 წლის ასაკის ზემოთ ყველა უნდა აიცრას, რომ კოვიდ გადატანილის იმუნიტეტი 6 თვე მუშაობს. არ შეიძლება ასეთი ტანჯვისთვის გავწიროთ ჩვენი უფროსი თაობა, ექიმები, არ შეიძლება პოლიტიკური მიზანშეწონილობა წონიდეს მეცნიერულ არგუმენტებს, ეს გაუგონარი ბოროტებაა!“ – წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.
პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტები ამოქმედდება. ეს მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის. პირს მწვანე სტატუსი აქვს თუ:
ვაქცინირებულია სრულად;
ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;
ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;
გადატანილი აქვს კორონავირუსი.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კორონავირუსის გადატანის შემდეგ, ადამიანს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად.
https://mix.metronome.ge/23879-2/