ნიუ იორკში, თაიმს სქვერზე მომხდარი სროლის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 1:20 საათზე მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით 17 წლის ბიჭი დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცებად ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღო. ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ შემთხვევას წინ ერთ-ერთ დაჭრილსა და მსროლელს შორის სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.