Sunday, August 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 11 პირი” – შსს განცხადებას ავრცელებს

August 9, 2025
“მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 11 პირი” – შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ასევე, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით გადმოტანის ფაქტებზე დაკავებულია 11 პირი.

მათი თქმით, გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები, ერთი კვირის განმავლობაში ატარებდნენ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთი კვირის განმავლობაში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 11 პირი.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ასევე, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით გადმოტანის ფაქტებზე დაკავებული არიან: 1994 წელს დაბადებული ლ.ჭ., 1999 წელს დაბადებული დ.ძ., 1978 წელს დაბადებული გ.ჩ., 1987 წელს დაბადებული კ.გ., თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1988 წელს დაბადებული ბ.ქ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1989 წელს დაბადებული თ.მ., 1984 წელს დაბადებული ა.ს., 1961 წელს დაბადებული მ.მ., 1976 წელს დაბადებული გ.მ., 1981 წელს დაბადებული ზ.ქ., და 1970 წელს დაბადებული რ.მ.
დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომანქანების და საკარმიდამო ეზოს ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფი, მჭიდები, ვაზნები და ასევე, ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს” – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე, 236-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?
  • “სამხრეთ კავკასიაში რენესანსია, ოღონდ საქართველოს გარეშე” – ნიკა გვარამია ციხიდან განცხადებას ავრცელებს
  • ყოფილი საჯარო მოსამსახურეები აქციას მართავენ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge