“მიხეილ სააკაშვილის იდეა, საინიციატივო ჯგუფთან დაკავშირებით არ მგონია უკავშირდებოდეს მამუკა ხაზარაძეს და ზურა ჯაფარიძეს. ამ ადამიანებმა ძალიან ბევრი გააკეთეს მიშას სიცოცხლის გადადარჩენად და ეს დასაფასებელია” – ამის შესახებ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
ზოგადად, ვერ ვხვდები ჟურნალისტები რატომ ეკითხებით მათ ამ ინიციატივის შესახებ, როცა მიშა გარკვევით წერს, რომ ვადამდელი არჩევნების თემა და freemisha კამპანია უნდა გაიყოს. რა რთული მისახვედია, რომ მამუკაც და ზურაც იქნებიან პირველი ნაწილის ლიდერები და ასეც უნდა იყოს.
მე, როგორც მივხვდი აქ საუბარია მისივე პარტიაზე. ალბათ პარტიის შიგნით უნდა მოხდეს გადანაწილება, რომელი გუნდი იმუშავებს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის ეგიდით და რომელი #freemisha აქტივობებზე.
სულ ესაა და ვინც ხელოვნურად წევს ახლა ამ გაურკვეველ გამიჯვნით კამპანიას ჩემთვის ქოცია”, – წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.