სოჭის აეროპორტი დროებით დაიხურა. მერის, არტემ კორენიაკოს ინფორმაციით, ქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემა მოქმედებს.
ტურისტებს პლაჟების დატოვება მოსთხოვეს. გარდა ამისა, დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო დაიხურა ფსოუს საკონტროლო-გამშვები პუნქტი, ოკუპირებულ აფხაზეთთან.
სოჭამდე საჰაერო თავდასხმის საფრთხის მიზეზით, შეზღუდვები გელენჯიკის აეროპორტშიც იყო დაწესებული.