“თავის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის პასუხით, ჩეჩინს თავის ტვინში კისტურ-ქსოვილოვანი წარმონაქმნი აქვს და საჭიროებს ოპერაციას” – განაცხადა ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესზე გუშინ ნეიროქირურგმა ედიშერ მაღალაშვილმა.
„ნებისმიერი ქსოვილი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში შეიძლება იყოს, თუ რა გენეზის არის, სიმსივნურია, არასიმსივნურია, კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანია, ამის დადგენა ხდება მხოლოდ მისი ამოკვეთით და პათომორფოლოგიური ვერიფიკაციის ჩატარების გზით…
გარდა ამისა, [შესაძლებელია] ეპილეფსიური გულყრები… მეტი რა უნდა იყოს… თუ კიდევ გაიზრდება, შესაძლებელია, მარცხენა კიდურებში სისუსტე… ეს არ იქნება ძალიან მოკლევადიან პერიოდში… უმკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა ეს იყოს ერთ წელში, ორ წელში, 6 თვეში…
სავსებით მოსალოდნელია, რომ ეს არის სიმსივნე… ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად ვერ ვმიჯნავ – ეს არის არის ინფექციური პროცესი… ყველაზე მეტად, სემიოტიკით ჰგავს – ასეთი სიმსივნეები არსებობს შედარებით კეთილთვისებიანი, თუმცა არატიპიური ადგილია, მაგრამ სემიოტიკით [ნიშანთვისებებით] ძალიან ჰგავს. ამგვარ სიმსივნეებს კი ახასიათებთ სისხლჩაქცევები, შესაძლოა გამოიწვიოს ჰემორაგიული გართულებები ანუ სისხლჩაქცევები…
სიმსივნეა თუ არ არის სიმსივნე ამის თქმა [ამ ეტაპზე, არ შეიძლება]… ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად. როგორც მინიმუმ ამის ბიოფსია, ჩემი აზრით, კითხვის ნიშნის გარეშეა, აბსოლუტურად”. – განაცხადა სასამართლო პროცესზე ნეიროქირურგმა ედიშერ მაღალაშვილმა,
შეგახსენებთ, რომ ანტონ ჩეჩინს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტების შეძენასა და შენახვაში ედება ბრალი. მას 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.