“ლელოზე” თავდასხმას ის ხალხი ზეიმობს, რომლებიც აღფრთოვანებული შეხვდა აჭარის უზენაესი საბჭოს ოპოზიციური წევრის თავზე სანაგვე ურნის დამხობას”. – რომან გოცირიძე კოალიცია “ლელოზე” თავდასხმას სოციალური ქსელებით ეხმაურება.
“ვკითხულობ ოპოზიციური პარტიების ზოგიერთი წარმომადგენლის კმაყოფილ კომენტარებს გუშინდელ აქციაზე “ლელოს” წარმომადგენელზე თავდასხმის შესახებ და კიდევ ერთხელ ვწრმუნდები, რომ ივანიშვილის რეჟიმის ხანგრძლივობის მიზეზი არა მხოლოდ მის რესურსებშია, არამედ ოპოზიციის უმწიფრობაში, მის დაბალ ხარისხში.
“ლელოზე” თავდასხმას ის ხალხი ზეიმობს, რომლებიც აღფრთოვანებული შეხვდა აჭარის უზენაესი საბჭოს ოპოზიციური წევრის თავზე სანაგვე ურნის დამხობას. ფაქტობრივად, არავის დაუგმია მაშინ ეს ველურობა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.
ოპიზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი დღემდე ვერ მიმხვდარა, რა სიმაღლეებს მიაღწია ივანიშვილმა ავტორიტარული რეჟიმის მშენებლობაში.
როცა სამიზნეს ხარ აცდენილი, ბოლოს თავად ხდები მარტივი სამიზნე”. – წერს რომან გოცირიძე.