“საქართველო გმირების ქვეყანაა, ვერავინ დაგვაყენებს მუხლებზე, ჩვენ ბოდიში მოსახდელი არავისთან გვაქვს!” – განუცხადა პაატა ბურჭულაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ჟურნალისტებს.
ბურჭულაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა სხოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ საქართველოს გმირებს ვერავინ ვერასდროს დააკნინებს.
„მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ წარმომადგენლები ამოვედით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. მოვიხსენიეთ ჩვენი გმირების სულები. ერთი, რამის თქმა გვინდა კიდევ ერთხელ არის ის, რომ საქართველო გმირების ქვეყანაა. ჩვენ ვერავინ დაგვაყენებს მუხლებზე. ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ ბოდიში მოსახდელი არავისთან არ გვაქვს! ჩვენი გმირები, როგორც ანწუხელიძე, ისე დანარჩენები, ყოველთვის გმირები იქნებიან. მათ ვერავინ ვერასდროს დააკნინებს. ჩვენც აქ იმისთვის ვართ, რომ კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ და მუხლი მოვიყაროთ მათ წინაშე“,– განაცხადა ბურჭულაძემ.