Sunday, August 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“უსამშობლოებს მინდა შევახსენო: რეჟიმის ტყვე, ზვიად რატიანი, აგვისტოს ომის მონაწილეა”

August 7, 2025
“უსამშობლოებს მინდა შევახსენო: რეჟიმის ტყვე, ზვიად რატიანი, აგვისტოს ომის მონაწილეა”
„დღეს 7 აგვისტოა და უსამშობლოებს მინდა შევახსენო: რეჟიმის ტყვე, ზვიად რატიანი, აგვისტოს ომის მონაწილეა.” – დაკავებული ზვიად რატიანთან დაკავშირებით თეონა ბექიშვილი სოციალური ქსელებით მიმართვას ავრცელებს.
“რეჟიმის ტყვე, ზვიად რატიანი, აგვისტოს ომის მონაწილეა. მაშინ ის “ჯეოსელის” მთავარი ინჟინერი იყო. როცა გორში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მუფტები ფეთქდებოდა, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო ერთმანეთთან კავშირს კარგავდა. მთელი ქართული კავშირგაბმელობიდან 2 კაცი დასთანხმდა ფრონტზე მუშაობას: ზვიადი და კომპანია “ჰოფნეტის” ერთი თანამშრომელი.
მთელი ომის განმავლობაში, პრაქტიკულად, არ სძინებია, რომ ვურეკავდით, აფეთქებების ხმა ისმოდა, ერთხელ, ეტყობა, ბევრი მომივიდა რეკვა და მითხრა, ან სიცოცხლე მაცალე, ან – სიკვდილიო.
მერე რომ ვკითხე, ამდენი როგორ გაქაჩე-მეთქი, რას ამბობ, ასე საჭირო ქვეყნისთვის არასდროს ვყოფილვარო, მიპასუხა.
იმ ავბედით დღეებში ოჯახის წევრებს თუ უკავშირდებოდი, ჯარისკაცების ამბებს თუ იგებდი, ტელევიზორს თუ უყურებდი, იცოდე, ზვიად რატიანის დამსახურებით იყო.
ის ამაზე არასდროს არ ლაპარაკობს (ყოველ შემთხვევაში, არ ლაპარაკობდა, სანამ ერთად ვიყავით ).
ერთადერთხელ იტირა მთვრალმა, ქართველ ცხედრებზე გადმოვდიოდი და იმის საშუალება არ მქონდა, ერთი ცხედარი ჭირისუფლისთვის წამომეღოო!
მაშინ საერთაშორისო პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი პოეტი, ზვიად რატიანი, ტყვიების ქვეშ აღდგენდა კავშირს. ერთი ავსტრიელი მილიონერი დაგვიკავშირდა (ის ქალი ყოველ წელს 2 მილიონ ევროს ლიტერატურულ ფესტივალში დებს ), ჩამოდით, სახლს, კარს, სამსახურებს, ყველაფერს უზრუნველვყოფო. რა თქმა უნდა, არ წავედით” – წერს თეონა ბექიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს
  • შეიცვლება თუ არა ამინდი? – სინოპტიკოსების პროგნოზი
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge