Thursday, August 7, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე” – შსს გორში მამაკაცის ცხედრის პოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

August 6, 2025
გამოჩნდა ოქროს მოწმე, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობს – რა ახალი დეტალები ირკვევა ქარელში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ

გორში, ცაბაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ცხედარს აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები, არის სიცრუე.

„მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, გორში, ცაბაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის პოვნის შესახებ. ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზებულ იქნა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ყველა შესაბამისი დანაყოფი.

მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, გამოძიება ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების გათვალისწინებით, მუხლი შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

აქვე მოგახსენებთ, რომ ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თითქოს ცხედარს აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები, არის სიცრუე. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და დაელოდონ საქმეზე მიმდინარე გამოძიების შედეგებს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ფარმაცევტული კომპანიები, მედიკამენტების რეალიზაციას,1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით ახდენდნენ
  • “რუსეთი გადასულია ჰიბრიდული ოპერაციის ახალ ეტაპზე” – მიხეილ სააკაშვილი
  • “სავსებით მოსალოდნელია, რომ ეს არის სიმსივნე” – ნეიროქირურგი ედიშერ მაღალაშვილი ანტონ ჩეჩინზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge