რუსთავი-თბილისის გზის ფონიჭალის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
დაშავებულია 9 ადამიანი, მათ შორის ავტობუსის მძღოლი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.
„პირველადი ინფორმაციით, ცემენტმზიდი შეეჯახა რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსს.
ამ მომენტისთვის, რუსთავის მერი ნინო ლოცაბიძე იმყოფება სტაციონარში, სადაც დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
რუსთავის მერია მაქსიმალურ დახმარებას გაუწევს თითოეულ მათგანს. ავტოავარიის მიზეზების დასადგენად, მიმდინარეობს გამოძიება”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.