მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
“მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის მიზნით, საავტომობილო მოძრაობა ერთი დღით ნაწილობრივ შეიზღუდება.
კერძოდ, მიმდინარე წლის 5 აგვისტოს 14:00 საათიდან დღის ბოლომდე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე – დიმიტრი უზნაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან გალაკტიონის ხიდის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!”, – აღნიშნულია თბილსის მერიის განცხადებაში.