ამერიკაში ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ექსპერიმენტულმა საღეჭმა რეზინამ, რომელსაც, რა თქმა უნდა, აქვს გარკვეული თვისებები, შესაძლოა 95%-ით შეაჩეროს კოვიდის ვირუსი, როცა ადამიანი ლაპარაკობს და ახველებს, – ამის შესახებ “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
“როგორც ვამბობდი, პროგრესი წინ მიდის. ამის გარდა, კიდევ ბევრი საინტერესო, საიმედო და სასიხარულო ამბები გვექნება მსიფლიოს სამეცნიერო ცენტრებიდან.
ბევრი ადამიანი არ იცრება, ვინაიდან, უბრალოდ, ეშინია. მესმის და ეს გასაგებია, ეს ნორმალურია. და ზუსტად ამერიკაში ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ექსპერიმენტულმა საღეჭმა რეზინამ, (არ მოგესმათ საღეჭი რეზინი), რომელსაც, რა თქმა უნდა, აქვს გარკვეული თვისებები, შესაძლოა 95%-ით შეაჩეროს კოვიდის ვირუსი, როცა ადამიანი ლაპარაკობს, და ახველებს. ეს არის ექსპერიმენტული, პირველი ეტაპი, მაგრამ საკმაოდ საიმედო შედეგებია.. დეტალები ნახეთ ბმულში.
მე მჯერა, რომ 2022 წელი იქნება კოვიდის კონტროლის წელი და ჩვენ ,,კაცობრიობა,, შევძლებთ მის კონტროლს!
ჯანმრთელობას გისურვებთ!
https://www.cell.com/…/fulltext/S1525-0016(21)00579-7″, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
https://mix.metronome.ge/%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%aa-%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%9c-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a8/