Thursday, July 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს

August 4, 2025
“ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის პოლიტსაბჭოს დაკავებული წევრის, ლაშა ცანავას განცხადებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ცანავას თქმით, „მას თავისუფლებისა და ფულის სანაცვლოდ ლევან ხაბეიშვილის ფარული მიყურადება, ფარული ჩანაწერების გაკეთება და მის წინააღმდეგ გარკვეული კომპრომატების შეგროვება შესთავაზეს“.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, თუკი საგამოძიებო მოქმედებები არ დაიწყება, ლაშა ცანავას პოლიტიკური პატიმრობის საკითხი კიდევ ერთხელ დადასტურდება.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ცანავამ, რომელიც პოლიტიკური დევნის შედეგად რამდენიმე დღის წინ დააკავეს, სასამართლო პროცესზე ღიად და დაუფარავად ისაუბრა იმ ზეწოლის, შანტაჟისა და მუქარის შესახებ, რომელიც მის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი დაკავების შემდეგ განხორციელდა.

კერძოდ, ლაშა ცანავამ განაცხადა, რომ მას თავისუფლებისა და ფულის სანაცვლოდ შესთავაზეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერისა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ფარული მიყურადება, ფარული ჩანაწერების გაკეთება და მის წინააღმდეგ გარკვეული კომპრომატების შეგროვება, რომელსაც სახელისუფლებო პროპაგანდა ლევან ხაბეიშვილისა და პარტიის დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება საჯაროდ გაკეთდა, ამ დრომდე მას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან საჯარო გამოხმაურება, გამოძიება და რეაგირება არ მოჰყოლია.

ჩვენ ერთი წუთით არ გვჯერა, რომ ან სუს-ი, ან პროკურატურა ამ ნაბიჯს გადადგამენ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ვიცავთ რა იურიდიულ, ფორმალურ ვალდებულებას და ვითხოვთ ამ ფაქტის მყისიერ მოკვლევასა და გამოძიებას.

თუ ამ ტიპის საგამოძიებო მოქმედებები არ დაიწყება, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრის პოლიტიკური პატიმრობის საკითხი” – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა
  • “დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სისხლიანი, თავში ურტყამდნენ”- ონისე ოქრიაშვილის მეუღლე
  • “17 წლის მოზარდი, რომელსაც გაბლატავებულმა ღორმა ესროლა გარდაიცვალა”- ნანუკა ჟორჟოლიანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge